Diario Sport-ის მიხედვით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კარლოსში ვან დეიკის იდეალურ პარტნიორს ხედავს.
წყაროს მიხედვით, კატალონიის "ბარსელონას" მოლაპარაკებები 27 წლის მცველთან უკვე დაწყებულიც აქვს, თუმცა ესპანელები ბიუჯეტში ძალიან შეზღუდულები არიან, რაც ინგლისელებს ფავორიტად ხდის.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი მცველი "სევილიაში" "ნანტიდან" 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 31 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 8 ყვითელი ბარათი მიიღო.