პრემიერლიგის ფეხბურთელებს დაბრუნება მაისის ბოლოსკენ ურჩიეს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, პრემიერლიგის კლუბებმა თავიანთ ფეხბურთელებს დაუგზავნეს წერილები, სადაც დაბრუნების მოკლე გეგმა განიხილება. ისინი ფეხბურთელებს სთავაზობენ, საშინაო ვარჯიშების ინტენსივობა 4 მაისამდე შეამცირონ და სრულფასოვანი ვარჯიშებისთვის მოემზადონ, რომელიც დიდი ალბათობით, მაისის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

გარდა ამისა, ფეხბურთელებს ურჩიეს, ყველანაირი დაგეგმილი საზღვარგარეთული მოგზაურობა გადადონ ან გააუქმონ, ვინაიდან "სპეციალური შეტყობინების" შემდეგ 48 საათში მათ უნდა განაახლონ გუნდური ვარჯიშები.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. 38 ტურიდან 29 გათამაშებულია. აპრილის დასაწყისში პრემიერლიგა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული