ფაბრეგასი: კლოპის მიწვევით "ლივერპულმა" ჯეკპოტი მოხსნა

AutoSharing Option
"მონაკოს" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა "ლივერპული" და პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე შეაქო.

"ლივერპული" არაჩვეულებრივი კლუბია, იურგენ კლოპის მიწვევით ჯეკპოტი მოხსნა და კარგი ფეხბურთელები შეურჩია. რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად კლოპს დრო მისცეს.

კლუბის მფლობელი რომ ვიყო, ვის შევიძენდი? რონალდო უკვე 35 წლისაა, მესი - 33-ის. ასაკში არიან. მე მბაპეს დავიმატებდი - ახალგაზრდაა, ნიჭიერი, საჭირო მენტალიტეტი აქვს. ავიყვანდი და 10 წელი ჩემს გუნდში ტოპ-დონეზე ითამაშებდა.
დიახ, კიდევ ნეიმარია და პროგრესირებადი ჰოლანი. მბაპე სისწრაფით და გატანილი გოლების რაოდენობით ანრის მაგონებს".