ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს

AutoSharing Option
პორტალი FourFourTwo მორიგ საინტერესო რეიტინგს ასაჯაროებს. ამჯერად ბრიტანელებმა ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს.

რეიტინგის სათავეში ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქრთამის სკანდალის შემდეგ გაათავისუფლეს. მეორე ადგილი "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაიკავა. მოუ თავის დროზე წვრთნიდა "პორტოს", "ჩელსის", "ინტერს", მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს". მესამე ადგილს ჰარალდ შუმახერი დასჯერდა.

მე-6 ადგილზე ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო აღმოჩნდა, ხოლო მე-13-ზე - ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა.
ასევე დაგაინტერესებთ