"ევერტონს" "მილანის" კაპიტნის გადაბირება სურს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" ცენტრალური მცველი ალესიო რომანიოლი, შესაძლოა, ინგლისურ "ევერტონში" ზაფხულის მომავალ სატრანსფერო ფანჯრის დროს აღმოჩნდეს.

გამოცემის მიხედვით, ლივერპულური კლუბი მზად არის "მილანს" კაპიტნის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც მოცემული კრიზისის ფონზე არც თუ ისე ცუდი თანხაა.

აქამდე კი არაერთხელ დაწერილა, 25 მცველის თამაშს ყურადღებით აკვირდება "ბარსელონა", რომელიც მის გადაბირებას წინა ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა.

რომანიოლიმ კარიერა "რომაში" დაიწყო, რომლის რიგებშიც 2012-2015 წლებში გამოდიოდა. სწორად რომაული კლუბიდან მიაშურა "მილანს". 2016 წლიდან რომანიოლი იტალიის ნაკრების წევრია, ხოლო 2018 წლიდან
"მილანის" კაპიტანი.

alt"უკრაინელი რამოსი" კალაძის გზაზე - "მილანს" "დინამოს" მცველის შეძენა სურს

alt"მილანის" ექსდირექტორი: "რეალის" 5:0-ზე დამარცხების შემდეგ შუსტერმა მსაჯების მოსყიდვაში დამადანაშაულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული