იოზილის აგენტი: "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გამორიცხულია

AutoSharing Option
აგენტი ერკუტ სოგუტი, რომელიც ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის ინტერესებს წარმოადგენს, ფეხბურთელის გეგმებზე საუბრობს.

"მისი კონტრაქტი კიდევ ერთ წელზეა გათვლილი. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იქნება. რა იქნება შემდეგ? დრო გვაჩვენებს. მესუთი გადაწყვეტილებას ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

"ფენერბახჩე"? ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია", - ციტირებს სოგუტს Fanatik-ი.

შეგახსენებთ, 31 წლის მესუთი "მეთოფეების" რიგებში 2013 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მან 23 მატჩი გამართა, სადაც ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა განახორციელა.

ადრე იოზილით "ბარსელონა" ინტერესდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არსენალს იქით რომ გადაუხადონ ფული,მაინც არ დაიტოვებს იოზილს.
სოსო
12 მაისი 2020 15:28
0

სიახლეები პოპულარული