"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, არაბული ფონდის მფლობელობაში გადასული "ნიუკასლ იუნაიტედი" მზად არის, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ გარეთ ბეილის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი თანხა გაიღოს.

გამოცემის მიხედვით, ნიუკასლელები იმდენად არიან დაინტერესებულნი უელსელი გარემარბით, რომ მზად არიან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზეც კი გადაიხადონ 60 მილიონი ევრო.

თუმცა "ნიუკასლი" ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც ბეილის გადაბირება სურს. ბექჰემის მფლობელობაში მყოფი "ინტერ მაიამი" მზად არის ბეილის სახელფასო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე, უელსელის დაბრუნება მის ყოფილ კლუბს, "ტოტენჰემ ჰოთსპურსაც" სურს.

გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის წლიურად 17
მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე სეზონში 30 წლის გარემარბმა ლა ლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.