ჯონ ბარნსი: "ლივერპული" ჩემპიონად არ უნდა გამოაცხადონ, თუ...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილ ნახევარმცველ ჯონ ბარნსს მიაჩნია, რომ თუ პრემიერლიგაში ქვედა ლიგაში გავარდნის წესს გააუქმებენ, იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონად არ უნდა გამოაცხადონ.

"თუ გავარდნის წესს გააუქმებენ, "ლივერპული" ჩემპიონად არ უნდა გამოაცხადონ. ცხადია, ჩვენ დიდ ფულზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მატჩები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთელებმა ვარჯიში უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა განაახლონ. სოციალური დისტანციის დაცვაა საჭირო.

ეს შეგვიძლია დაუყოვნებლივ დავიწყოთ. სხვა საკითხია, როდის შევძლებთ მატჩების ჩატარებას. აჩქარება არ გვმართებს. მნიშვნელობა არა აქვს, ამას რამდენი ხანი დასჭირდება.

ან ვამბობთ, რომ არასოდ
ეს ვითამაშებთ, ან ამისათვის მზად ვიქნებით, თუ ეს სიტუაცია 2 წელი გაგრძელდება.

როგორიც უნდა იყოს გადაწყვეტილება, რატომ არ შეგვიძლია 9 ტური ჩავატაროთ და მაშინვე დავიწყოთ ახალი სეზონი? კიდევ ერთი პაუზის აღება საჭირო არ არის", - განაცხადა ბარნსმა.

ასევე დაგაინტერესებთ