დელე ალი გაძარცვეს, დანით ემუქრებოდნენ და სახეში გაარტყეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი გაძარცვეს, - იტყობინება "დეილი მეილი".

ადგილობრივი დროით 00:30 საათზე დანებით შეიარაღებული ორი მძარცველი სახლში შეიჭრა, სადაც ალი, მისი მეგობარი გოგონა რუბი მეი, მისი ძმა ჰარი ჰიკფორდი და მათი 6 მეგობარი იმყოფებოდა.

მძარცველებმა ძვირფასეულობა და ძვირფასი საათები Richard Mille-ი და Audemar Piguet-ი წაიღეს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს სახეში გაარტყეს და უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. მას აგრეთვე დანით ემუქრებოდნენ. ის საავადმყოფოში წაიყვანეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დელეს ერთ-ერთ მეგობარს.

პოლიციამ ჯერ დამნაშავეთა კვალს ვერ მიაგნო.

შეგახსენებთ, მარტში "ტოტენჰემის" მცველის, იან ვერტონგენის
სახლი გაქურდეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, ზოგი1(TV) ტელევიზია რას გაიხარებდა. ერთი თვის სამუშაო თემა ჯიბეში ექნებოდათ.კრიმინალი გაიზარდა, უკვეს სპორტსმენებს მიადგნენ და ა.შ. :-)ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ, ცოტა-ცოტა მინუსებით,საწყენი ისა,რომ ამას აქ ჩამოსული უცხოელები უფრო აფასებენ,ვიდრე ჩვენ.ევროპის დიდ ქალაქებში ისეთი ქუჩებია ადგილობრივები ერიდებიან იქ გავლას.ამიტომ არც ნანახი გაქვთ ზოგიერთებს და ევროპა და ამერიკა სამოთხე გგონიათ არაა ეგრე მარტივად საქმე. მაპატიეთ ამ საიტზე ესეთი კომენტარისთვის :-) შაბათს ბუნდესლიგა იწყება და დიდი სპორტი დაგვიბრუნდება ისევ.
;-)
14 მაისი 2020 07:56
0
ეს დელე-ს სასტავი ცხრა კაცი ყოფილან, ვერ მოერივნენ და მაინც იმათმა გაძარცვეს... ის მძარცველები რამდენი იყვნენ ნეტა, მთელი ამალაა? :D
alex
14 მაისი 2020 07:50
1
მეც მაგას მივაქციე ყურადღება . რამდენი იყვნენ და რა დანები ეკავათ ეგეთი . მაგარი კუანები არიან რა ....
კახა
14 მაისი 2020 12:25
0

სიახლეები პოპულარული