ნანი: იმ საღამოს ფერგიუსონმა, უბრალოდ, გამანადგურა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პორტუგალიელმა ნანიმ 2010 წელს "ფულემთან" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ისტორია გაიხსენა.

"მაშინ კარგად ვთამაშობდი, უდიდესი თვითრწმენა მქონდა. მახსოვს, პენალტის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ. შესასრულებლად რაიან გიგზი წავიდა, თუმცა თავდაჯერებულობა ვიგრძენი, გიგზმაც არაფერი მითხრა და ნიშნულთან მე მივედი. დავარტყი, თუმცა ვერ გავიტანე.

არადა, გოლი ანგარიშს 3:1-ს გახდიდა ჩვენ სასარგებლოდ, ასე რომ, მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა, უბრალოდ, გამანადგურა, მიწასთან გამასწორა (მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა). ის პირდაპირი მნიშვნელობით ყვიროდა: "ნანი, საკუთარ თავს რისი უფლება მიეცი? პენალტის დარტყმის ნება ვინ დაგრთო?
რაიანმა?"

შემდეგ კი გიგზს მიუტრიალდა და უარეს დღეში ჩააგდო, რატომ დაარტყმევინე პენალტიო. რაიანმა უპასუხა: "ბურთი აიღო და მეც არ შევეცილე". დაუჯერებელი დღე იყო ჩემთვის. ფერგიუსონი სახლში მივიყვანე, გზაში კი 1 სიტყვაც არ უთქვამს. ეს ძალიან უხერხული იყო.

თავიდან ფერგიუსონის ძალიან მეშინოდა, ისე, როგორც მამის შემთხვევაში ხდება, როცა შეცდომას უშვებ და რაღაცას არასწორად აკეთებ. ვუყურებდი, როგორ ესაუბრებოდა სხვა ფეხბურთელებს და მეც მინდოდა, ამის მონაწილე გავმხდარიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეთქვა. მისი მანამ მეშინოდა, სანამ ინგლისური უკეთ არ ვისწავლე და საკუთარი აზრების გამოთქმას უკეთ შევძლებდი.

დიდად კარგად ინგლისური არც ახლა ვიცი, თუმცა მაშინ ამაზე უარესი მდგომარეობა იყო. როცა გავაცნობიერე, რომ ფერგიუსონთან უფრო დიდი ხნით შემეძლო ლაპარაკი, ისიც უფრო ხშირად მოდიოდა ჩემთან და დროს მითმობდა. მას შემდეგ სერ ალექსზე უფრო მეტი რამ გავიგე", - განაცხადა ნანიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნანი კი არა ქართულ ფეხბურთზე დაწერეთ რამე,ჩვენს ჩემპიონატზე,კლუბებზე,როდის იწყებენ,ან თამაშს,ან ვარჯიშს,ან ლეგიონერები როდის ჩამოდიან,ან ქუთაისში რა ხდება,წავიდა თუ დარჩა ის იტალიელი,აბ ბათუმში რა ხდება,მორჩნენ სტადიონი?ფედერაციასაც მაგარი კიდიათ,ან გეგმა დააწყეთ,როდის განაახლებთ სეზონს,ან თქვი რამე.ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს ფეხბურთი,როცა არაა მაშინ უკეთ გრძნობენ თავს.ძალათ თამაშობენ ფეხბურთს.ასე გვინდა ევროპაზე მოხვედრა?ვიმსახურებთასეთი უმაქნისობით საერთოდ ფეხბურთს?მგონი არ ვიმსახურებთ.
Master
18 მაისი 2020 16:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული