"უოტფორდის" კაპიტანი ვარჯიშზე უარს აცხადებს: ფულზე მნიშვნელოვანი ხალხი დავკარგე...

AutoSharing Option
"უოტფორდის" კაპიტანი თროი დინი აცხადებს, რომ არ აპირებს დაუბრუნდეს ვარჯიშს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა პრემიერლიგის კლუბებს ამის უფლება მისცეს.

"ჩვენ ვარჯიშებზე დაბრუნების უფლება მოგვცეს, თუმცა მე ვთქვი, რომ ამის გაკეთებას არ ვაპირებ. თმების შეჭრის უფლება ივლისის შუამდე არ მაქვს, თუმცა მოედანზე გამოვიდე და 19 ადამიანთან ერთად საჰერო დუელში ჩავერთო? ვერ ვხვდები, ამან როგორ უნდა იმუშაოს.

პირდაპირ ვთქვი: "თუ ვირუსის შესახებ ზუსტ ცნობებსა და დეტალებს არ ფლობთ, მე რატომ უნდა გავრისკო?"

დაინფიცირებისათვის მხოლოდ 1 ადამიანია საკმარისი. არ მინდა ამ ვირუსის
სახლში მოტანა - შინ 5 თვის შვილი მყავს, მას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე ჰქონდა.

არ მინდა საკუთარი ვაჟი საფრთხეში ჩავაგდო. მამა, ბებია, ბაბუა, ბევრი ადამიანი დავკარგე, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს ხალხი ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯიბეში ფუნტების ქონა", - განაცხადა დინიმ.

მომზადებულია BT Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული