სოლსკიაერი: ანალური ხვრელების ყოლას მირჩევნია გუნდში ხვრელი მქონდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო და თამამი განცხადება გააკეთა, როცა ფეხბურთელების პერსონალურ თვისებებს შეეხო. 
"მირჩევნია, გუნდში ხვრელი მქონდეს, ვიდრე ანალური ხვრელები ავიყვანო.

ადამიანის პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდად ჩამოყალიბება მხოლოდ დადებით გარემოშია შესაძლებელი. სასურველია, ფეხბურთელებს დიდი ეგო ჰქონდეთ, თუმცა, ამავდროულად, ისინი გარემოს უნდა შეერწყან.

2019 წლის მარტში ფეხბურთელები ფიზიკურად, მენტალურად დაღლილები იყვნენ, თან ტრავმები გვქონდა. მოთამაშეები ნეგატიური განწყობით თამაშობდნენ, რაც პოზიტიურად გადაიქცა.

ყოველთვის იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც უფრო მეტი თამაში უნდათ, თუმცა გუნდის წარმატებულობა მათ მზადყოფნაზეა
დამოკიდებული - ყველა მენტალურად და ფიზიკურად უნდა იყოს მზად.

მე კი ვგრძნობ, რომ ფეხბურთელთა ამ ჯგუფში დამპალი ვაშლი არ არის", - განაცხადა სოლსკიაერმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით