ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეკარე და კაპიტანმა ჯო ჰარტმა განაცხადა, რომ ძალიან ნერვიულობდა გუნდში თავისი ადგილის შესახებ, როცა მთავარ მწვრთნელად ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნა.

"ძალიან ვდარდობდი, როცა გვარდიოლამ ჩაიბარა "სიტი". ძალიან ბევრი ცდილობდა ჩემ დამშვიდებას, თუმცა ეს გრძნობა არ მტოვებდა.

ევრო-2016-ის შემდეგ გუნდში გვიან დავბრუნდი. როგორც კი კლუბის განკარგულებაში გავჩნდი, გვარდიოლამ მაშინვე გამაგებინა, რომ იმავე სატრანსფერო ბაზრის პერიოდში უნდა დამეტოვებინა "სიტი".

ამაშია პეპის მთელი ხიბლი. ის იღებს გადაწყვეტილებებს და იცავს მათ. როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ? ვერ ვიტყვი, რომ ცუდი. ჩვენ ვთანხმდებით,
როგორც ღირსეული კაცები და ფეხბურთიც გვიყვარს", - განაცხადა ჰარტმა.

ჯო "ქალაქელთა" რიგებში 2006-16 წლებში თამაშობდა, კლუბის კუთვნილება კი 2018 წლამდე იყო. 2 წლის წინ კი "სიტიმ" ის "ბარნლის" 3,9 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ