ჟოლოს ჯემით მოთხვრილი თეთრი თეფში - აი, რას ჰგავს "არსენალის" ახალი ფორმა [PHOTO]

AutoSharing Option
ვებგვერდმა Footy Headlines-მა ლონდონის "არსენალის" 2020/21 წლების სეზონისთვის განკუთვნილი სათამაშო ფორმის ფოტოები გაასაჯაროვა.

გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი მაისურით არტეტას შეგირდები გასვლით მატჩებს ჩაატარებენ. კომპლექტი თეთრ ფერშია შექმნილი და წითელი გრძელი ლაქებითაა "დატვირთული". თუ რამდენჯერმე შევხედავთ, ჟოლოს ჯემით მოთხვრილი თეთრი თეფშის ასოციაციაც შეიძლება გაგვიჩნდეს.

Sportall.Ge

თავად კლუბი ოფიციალურად ახალ სათამაშო ფორმას ივლისში წარმოადგენს. "არსენალის" ტექნიკური სპონსორი გერმანული კომპანია "ადიდასი" გახლავთ.


მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავ პირველად ვის გაუჩნდა ჟოლოს ჯემით მოთხვრილი თეფშის ასოციაცია? მგონი სისხლიან მაისურს უფრო გავს. რაც არის, კაი ბანძი რამე კი ეცმევად მომავალ წელს.
სისხლიანი მერი
29 მაისი 2020 14:49
1

სიახლეები პოპულარული