"ბარსელონამ" "ტოტენჰემს" კოუტინიოს იჯარით აყვანა შესთავაზა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ტოტენჰემს" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ერთწლიანი იჯარით აყვანა შესთავაზა. ეს სიამოვნება ლონდონურ კლუბს 9 მილიონი ევრო დაუჯდება.

კოუტინიო ამჟამად "ბაიერნშია" განათხოვრებული, რომელმაც მისი კონტრაქტის 120 მილიონად გამოსყიდვა არ ისურვა.

თუ "ტოტენჰემმა" კოუტინიოს საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა, მისთვის ხელფასის სრულად გადახდა მოუწევს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა - კვირაში 222 ათასი.

კოუტინიოს სამსახურით პრემიერლიგის კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვხვდები, კოუტინიო რატომ ვერ უნდა გამოიყენო და არ ათამაშო იმ ადგილას სადაც ყველაზე მაგარი იყო, გადაიხადო უზარმაზარი თანხა და გაუშვა იჯარით ფეხბურთელი ამხელა პოტენციალით.საერთოდ მგონია,რომ ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა ყველაზე ცუდია ტოპ გუნდებს შორის.
sake
12:25 03-06-2020
0
სიამოვნებას ისე გიწერიათ ვითომ მოურინიო ბრწყინავდა კაცი ბაიერნში არ მოეწონათ არც ბარსაში იყო ვინმე და თუ პრემიერ ლიგაში გაამართლა კაი იქნება.ევერტონში,ლესტერში ან ნიუკასლში ამის ტრანსფერი კაი იქნება.მესის ისე მეწყვილედ ვინ არ მოიყვანეს და რამდენი გადაიხადეს:დემბელეში,გრიზმანში და კოუტინიოში მაგრამ ნეის და სუას გარდა ვერავინ შეძლო მასთან მხარდამხარ თამაში
Madridista
09:47 30-05-2020
0

სიახლეები პოპულარული