"ბარსელონამ" "ტოტენჰემს" კოუტინიოს იჯარით აყვანა შესთავაზა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ტოტენჰემს" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ერთწლიანი იჯარით აყვანა შესთავაზა. ეს სიამოვნება ლონდონურ კლუბს 9 მილიონი ევრო დაუჯდება.

კოუტინიო ამჟამად "ბაიერნშია" განათხოვრებული, რომელმაც მისი კონტრაქტის 120 მილიონად გამოსყიდვა არ ისურვა.

თუ "ტოტენჰემმა" კოუტინიოს საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა, მისთვის ხელფასის სრულად გადახდა მოუწევს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა - კვირაში 222 ათასი.

კოუტინიოს სამსახურით პრემიერლიგის კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.