პრემიერლიგის რეკორდსმენმა "ლივერპული" "რეალს" საინტერესო მიზეზით არჩია

AutoSharing Option
როგორც Marca იუწყება, ახალგაზრდა ბრიტანელმა ტალანტმა ჰარვი ელიოტმა მადრიდის "რეალში" გადასვლაზე უარი სერხიო რამოსის მიერ მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ განხორციელებული გდების გამო თქვა და "ლივერპულს" მიაშურა.

ეს მომენტი "მადრიდისტებისა" და "სქაუზერების" არცერთ გულშემატკივარს არ დაავიწყდება, თუმცა, როგორც ჩანს, იმ დროს 15 წლის ელიოტსაც კარგად ახსოვს სალაჰის ტრავმა.

მოგვიანებით, ჰარვიმ "ვულვერჰემპტონის" რიგებში პრემიერლიგაში ითამაშა. მაშინ 16 წლისა და 30 დღის იყო, რაც ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის რეკორდი გახლავთ. დებიუტიდან 1 თვის შემდეგ ის "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა.

მას შემდეგ ელიოტმა თავი ჰარი კეინის
კრიტიკითაც გამოიჩინა, რის შედეგადაც 390 ევროთი დაჯარიმდა და 14 თამაშზე დასწრებაც კი აეკრძალა.

თუმცა საინტერესო ის გახლავთ, რომ "ლივერპულში" გადასვლამდე მას მადრიდის "რეალში" თავის ამოყოფა შეეძლო. "სანტიაგო ბერნაბეუს" ტურისტული ვიზიტით ეწვია კიდეც.

როცა კლუბის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ფეხბურთელს მადრიდელთა კაპიტან სერხიო რამოსთან შეხვედრა შესთავაზეს, ბრიტანელმა უხეში პასუხი გასცა:

"არ მინდა მისი ნახვა, რამოსი მას შემდეგ არ მომწონს, რაც მო სალაჰს ტრავმა მიაყენა", - თქვა ელიოტმა.

თურმე, ჰარვი იმ თამაშზე კიევში ყოფილა ჩასული და მამასთან ერთად ადევნებდა თვალს ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

ასევე დაგაინტერესებთ