პრემიერლიგის კლუბები ჩემპიონატის განახლებამდე ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ

AutoSharing Option
The Telegraph-ის ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა მიიღეს ნებართვა, რის თანახმადაც, უფლება ექნებათ, გამართონ ამხანაგური მატჩები და ჩემპიონატის განახლებამდე აღიდგინონ სათამაშო ფორმა.

თუმცა ამ გადაწყვეტილებას რიგი მკაცრი შეზღუდვები მოჰყვა. მაგალითად, ფეხბურთელების ერთად მგზავრობა დაუშვებელია, თუკი მგზავრობის დრო 90 წუთს აღემატება. ასეთ შემთხვევაში, მათ საკუთარი ტრანსპორტით მოუწევთ გადაადგილება. ოფიციალური მსაჯები მატჩებს არ დაესწრებიან, ხოლო მათ ფუნქციებს გუნდების სამწვრთნელო შტაბი შეასრულებს.

მატჩები შეიძლება გაიმართოს როგორც სტადიონზე, ასევე სავარჯიშო კომპლექსში.

ის კლუბები, რომლებიც ცენტრიდან შორს არიან, მაგალითად, "ნიუკასლი" და "ნორვიჩ სიტი", ვალდებულნი იქნებიან, პრემიერლიგას
მიმართონ სპეციალური ნებართვისთვის, რომელიც შორ დისტანციაზე გადაადგილების უფლებას მისცემს.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, 17 ივნისს პრემიერლიგა "ასტონ ვილა"-"შეფილდ იუნაიტედისა" და "სიტი"-"არსენალის" მატჩებით დაბრუნდება.