ვერნერმა "ჩელსიში" გადასვლა კლოპთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ნახევრმცველმა ჯონ ბარნსმა ივარაუდა, რომ "ლაიპციგის" თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა "ჩელსიში" გადასვლა "წითლების" მწვრთნელ იურგენ კლოპთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა.

როგორც იცით, ვერნერის "ლივერპულში" გადაბარგება უკვე გადაწყვეტილი იყო და უცებ მან "გაარისტოკრატება" გადაწყვიტა.

"ამ თანხის სანაცვლოდ კლოპმა მისი შეძენა საჭიროდ არ ჩათვალა. ძალიან არ სჭირდებოდა.  ჩვენ კლოპის გვჯერა და არ ჩავთვლით, რომ "ჩელსისთან" სატრანსფერო ბრძოლა წააგო. ძალიან რომ ყოფილიყო გერმანელით დაინტერესებული, უთუოდ გაუფორმებდა კონტრაქტს", - განაცხადა ბარნსმა.

The Athletic-მა დაადასტურა, რომ კლოპმა "ლივერპულის" მფლობელ საინვესტიციო კომპანია Fenway Sports Group-თან კონსულტაციის
შემდეგ მართლაც დაურეკა ვერნერს და აუხსნა, რომ ფინანსური საკითხის გამო ვერ შეიძენდნენ. ამის შემდეგ ფეხბურთელმა "ჩელსიში" გადასვლა გადაწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული