კლოპი: ვერნერისა და ჰავერცის შეძენის შემთხვევაში, ჩვენი ფეხბურთელებისთვის ახსნა-განმარტება მოგვიწევს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ბაიერის" ნახევარმცველ კაი ჰავერცსა და "ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერზე ისაუბრა, რომელთა შეძენასაც ადრე აპირებდნენ.

"ამ პლანეტაზე კარგი ფეხბურთელები საკმაოდ ბევრია. ვერნერი და ჰავერციც ასეთები არიან. საჭირო მომენტის და შესაძლებლობის თანხვედრაა აუცილებელი. ექვსი, შვიდი კვირის წინ არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა ამ სეზონში კიდევ თამაშს. სეზონის მეორე ნახევრის დასრულება რომ ვერ მოგვეხერხებინა, საკუთარ თავს კითხვას დავუსვამდით, თუ როდის ვითამაშებდით?

ისე ვიქცევით, თითქოს ყველაფერი უკვე კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ასე არ არის. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ მომავალში ყველაფერი
კარგად იქნება.

ახლა კლუბები ფულს კარგავენ, ბილეთების ფულის დაბრუნება გვიწევს და ალბათ, მომავალ სეზონშის ვერ გავყიდით. თუნდაც 10-15 მატჩზე.

ვიპ-ზონები ცარიელი იქნება, ბილეთები არ გაიყიდება. ეს სხვა პარტნიორებზეც იმოქმედებს და ყველაფერი ცოტა შეიცვლება.

ამ დროს თუ ფეხბურთელებს 50-60 მილიონ ფუნტად შევიძენთ, ჩვენი მოთამაშეებისთვის ახსნა-განმარტება მოგვიწევს, რომლებსაც ხელფასების შემცირებაზე შეიძლება დაველაპარაკოთ", - ციტირებს კლოპს Sky Germany.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული