"ევერტონი" ტიაგო სილვას 1+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
"ევერტონი" პსჟ-ის 35 წლის ბრაზილიელ მცველ ტიაგო სილვასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებას აგრძელებს.

ტიაგო სილვასთან "პარი სენ ჟერმენი" თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს და მალე თავისუფალი აგენტი გახდება. ამით უნდა "ევერტონმა" ისარგებლოს და უფასოდ ჩაიგდოს ხელში.

ლივერპულური კლუბი მას 1+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს, ფეხბურთელი კი ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს.

ვადამდე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში ტიაგო სილვამ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული