"მანჩესტერ სიტიმ" "ბარნლის" შავი დღე აყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ივნისს, პრემიერლიგის 30-ე ტურის დასკვნით მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბარნლი" 5:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმის დასასრულს "სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ პენალტი მოიპოვა, თუმცა ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გაბრიელ ჟეზუსით შეცვალა.

20 წლის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა დუბლი შეასრულა - მან ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა, იქამდე კი კარიერაში პრემიერლიგაზე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი.

"მანჩესტერ სიტი" 63 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 20 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ "ლესტერს" კი 9 ქულით უსწრებს.

25 ივნისს "ქალაქელები" ლონდონში
"ჩელსის" შეხვდება.

მანჩესტერ სიტი - ბარნლი 5:0
გოლები: 1:0 1:0 ფოდენი (22), 2:0 მარეზი (43), 3:0 მარეზი (45+3, პენ), 4:0 დავიდ სილვა (51), 5:0 ფოდენი (63)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული