პრემიერლიგის 30-ე ტურში, "ბარნლისთან" მატჩისას, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მენისკის ტრავმა მიიღო.
"ახლახან ველაპარაკე სერხიოს. მთელი კვირა მუხლი სტკიოდა. ეს მენისკია. სამშაბათს მედშემოწმებას გაივლის და ტრავმის ხარისხი დადგინდება.
ისევე, როგორც ადრე, ოპერაციას ბარსელონაში გაუკეთებენ", - თქვა ფორვარდის მამამ, ლიონელ დე კასტილიომ რადიო "ლა რედის" ეთერში.
45-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველმა ბენ მიმ "კუნს" საჯარიმოში ბუცის ქაცვები ფეხში ჩაარტყა. მსაჯმა ანდრე მარინერმა პენალტი დანიშნა, რომელიც რიად მარეზმა გამოიყენა.