"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ბარსელონაში ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს.
"ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მალე აღდგენას დავიწყებ", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
აგუერომ მენისკის ტრავმა "ბარნლისთან" მატჩის 45-ე წუთზე მიიღო - მას ფეხში ბუცის ქაცვები მეტოქე გუნდის მცველმა ბენ მიმ ჩაარტყა.
აგუერომ მენისკის ტრავმა "ბარნლისთან" მატჩის 45-ე წუთზე მიიღო - მას ფეხში ბუცის ქაცვები მეტოქე გუნდის მცველმა ბენ მიმ ჩაარტყა.
ამ სეზონში პრემიერლიგაზე "კუნმა" 24 მატჩში 16 გოლი გაიტანა.