24 ივნისს, პრემიერლიგის 31-ე ტურში, "მანჩესტერმა" სახლში "შეფილდ იუნაიტედი" 3:0 დაამარცხა - სამივე გოლი ენტონი მარსიალმა გაიტანა.
ეს საკლუბო კარიერაში მარსიალის პირველი ჰეთ-თრიკია, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 19 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს ჩემპიონატზე უკანასკნელი 7 წლის მანძილზე ჰეთ-თრიკი შესრულებული არ ჰქონდათ.
მარკუს რეშფორდმა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"მანჩესტერი" 49 ქულით კვლავ მეხუთე ადგილზეა და 30 ივნისს სტუმრად "ბრაიტონს" შეხვდება.