ანჩელოტი: კლოპმა იდეალური მანქანა ააშენა

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულის" მიერ პრემიერ ლიგის მოგებასა და იურგენ კლოპზე ისაუბრა.

"მე კარგი ურთიერთობა მაქვს იურგენ კლოპთან. ჩვენ გასულ კვირას შევხვდით და მაშინვე მივულოცე, როცა უკვე ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო.

კლოპი - ამ "ლივერპულის" წარმატების შემქმნელია. მან ბევრს მიაღწია, როცა 5 წლის წინ ეს კლუბი ჩაიბარა. ის იყო მომთმენი და იდეალური მანქანის აშენება შეძლო." - ციტირებს კლოპს Sky Sports.

შეგახსენებთ, "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონი ტურნირამდე 7 ტურით ადრე გახდა.

ანჩელოტი: კლოპმა იდეალური მანქანა ააშენა" />ანჩელოტი: არაა საჭირო რონალდოს გარშემო გუნდის შექმნა, მთავარია, კომფორტი შეუქმნა
ასევე დაგაინტერესებთ