"ლივერპულის" ლეგენდა: ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენთან გადმოსვლა არ უნდა, ექიმს უნდა გაესინჯოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ და ლეგენდამ, ბრიუს გრობელარმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პსჟ-ის ვარსკვლავ კილიან მბაპეს მერსისაიდულ კლუბში სავარაუდო ტრანსფერზე.

"თუკი მბაპე ენფილდზე სათამაშოდ გადმოვა, მას საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება მოუწევს. ჩვენ არ ვიცით, რა გარემოებები იქნება მომავალში. ყველაფერი კი კლოპზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, მომავალ სეზონში რაღაც ახალი გვაჩვენოს.

"ლივერპულში" ვინც უნდა მოვიდეს, როგორც ამას ტაკუმი მინამინოს მაგალითზე ხედავთ, საკუთარი თამაშის გაუმჯობესება მოუწევს, თუ ძირითად შემადგენლობაში სურს მოხვედრა.

ახლა ყველა ფეხბურთელს სურს "ლივერპულში" თამაში, რადგან ჩვენ ჩემპიონები ვართ. მოთამაშე, რომელსაც ჩვენთან გადმოსვლა არ
უნდა, ექიმს უნდა გაესინჯოს", - განაცხადა გრობელარმა.

გრობელარი, რომელსაც კარიერის მანძილზე 19 კლუბში უთამაშია, "ლივერპულის" კარს 1980-94 წლებში იცავდა და პრემიერლიგაში 440 შეხვედრა ჩაატარა. ის ზიმბაბვეს ნაკრების მეკარე გახლდათ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას შორის დიდი განსხვავებაა,მაგრამ ლივერპულის ლეგენდებმა და ფანებმა რო ბოლო 2-3 წელია ხმა ამოიღეს მაგაზე უფრო ვღადაობ.ისე რა გინდა მართლა მაგარი გუნდი დააყენეს უბრალოდ ფანები ახლა კულეებს და მადრიდისტებს ნუ დაემსგავსებით
აბგდ
28 ივლისი 2020 20:09
0
არ მეგონა თუ გრობელარი როდისმე კიდევ ფეხბურთზე დაილაპარაკებდა. უნამუსო კაცი, რომელსაც თამაშების გაყიდვა დაუმტკიცდა ლივერპულში.
G.LA
30 ივნისი 2020 14:02
0
როგორც არ უნდა აფასებდე კლოპის ლივერპულს, როცა ასარჩევად რეალი და ლივერპული გაქვს, მგონი ლივერპულს უპირატესობას არავინ მისცემს.
emigranti
29 ივნისი 2020 12:28
18
რითი ჯობია რეალი ლივერპულს აბა? სად პრემიერ ლიგა და სად ლა ლიგაა. ცა და მიწა ისეთი სხვაობაა
Musenbezi
29 ივნისი 2020 13:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული