"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს შვილმა, 19 წლის მაურიციო პოჩეტინომ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.
"მომავალი სეზონის მოლოდინში", - წერს მამა შვილის შესახებ "ინსტაგრამზე".
მაურიციო "დეზების" სისტემაში 2015 წლიდანაა, ამ სეზონში კი ახალგაზრდულ გუნდში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მაურიციო "დეზების" სისტემაში 2015 წლიდანაა, ამ სეზონში კი ახალგაზრდულ გუნდში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მაურისიო პოჩეტინომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტი გასულ წელს დატოვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულთან" 0:2 წააგო. ის ადრე "საუთჰემპტონსა" და "ესპანიოლს" ედგა სათავეში.