დენი მერფი: სისულელეა - დე ბრუინმა დერეფანი იმათ უნდა მოუწყოს, ვისაც მისი ბუცების თასმების შეკვრაც არ შეუძლია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ექსნახევარმცველმა დენი მერფიმ იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ "მანჩესტერ სიტი" მის ყოფილ გუნდს საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს.

"ეს სისულელედ მიმაჩნია! არ ვიცი, სად და როდის წარმოიშვა ეს ტრადიცია, მაგრამ მე ამის გაკეთება გამიჭირდებოდა. ეს გულწრფელი არ იქნებოდა.

ფეხბურთელებს ამის გაკეთება არ უნდათ, ფანებსაც არ მოსწონთ. მხოლოდ ეფექტის გამო კეთდება და არაფერს ნიშნავს.

კევინ დე ბრუინი, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია და დერეფანი უნდა მოუწყოს და აპლოდისმენტებით შეხვდეს იმათ, რომლებსაც მისი ბუცების თასმების შეკვრაც კი არ შეუძლიათ!

მე ამ დერეფანში თავს უხერხულად ვიგრძნობდი",
- განუცხადა მერფიმ talksport-ს.

ასევე დაგაინტერესებთ