გასაოცარი ამბავი - ჰვან ჰი ჩანმა "ლივერპულში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ჰვან ჰი ჩანმა "ლივერპულში" გადასვლაზე უარი განაცხადა, - იტყობინება Sky Germany.

გამოცემის მტკიცებით, 24 წლის კორეელს "ლივერპულმა" კონკრეტული წინადადებით მიმართა, მაგრამ მან კარიერის "ლაიპციგში" გაგრძელება არჩია. აღმოსავლეთგერმანული კლუბი მას ტიმო ვერნერის შემცვლელად განიხილავს.

ჰვან ჰი ჩანის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა.

ის 2016 წლის იანვარში "ლიფერინგიდან" "ზალცბურგში" გადაბარგდა, ამ სეზონში კი 38 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები: