"მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლი" გაანადგურა - დავიდ სილვამ გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 5:0 სძლია "ნიუკასლს".

გოლი და 2 საგოლე გადაცემა 34 წლის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ მიითვალა. უკვე ზედიზედ მეათე სეზონია ის "ქალაქელებში" მინიმუმ 10 საგოლე გადაცემას აკეთებს - სულ მის ანგარიშზე 121 საგოლე პასია.

პეპ გვარდიოლას გუნდი 69 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ჩელსის" 9 ქულით უსწრებს და 11 ივლისს სტუმრად "ბრაიტონს" შეხვდება.

მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 5:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (10), 2:0 მარეზი (21), 3:0 ფერნანდესი (58, საკ.კარში), 4:0 დავიდ სილვა (65), 5:0 სტერლინგი
(90+1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული