"ლივერპულმა" სალაჰის დუბლით "ბრაიტონს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 ივლისს, პრემიერლიგის 34-ე ტურში "ბრაიტონმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.

მატჩის მე-6 წუთზე სალაჰმა ანგარიში გახსნა, ხოლო 2 წუთში ჯორდან ჰენდერსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

45-ე წუთზე ლეანდრო ტროსარდის გოლით მასპინძლებმა გამოიჩინეს თავი.

76-ე წუთზე კი მოჰამედმა მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

თამაშის შემდეგ "ლივერპულმა" 3 ქულა მოიმატა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 92 ქულითაა. "ბრაიტონი" კი 36 ქულით მე-15 ადგილს სჯერდება.

შემდეგ ტურში "ლივერპული" "ბარნლის" უმასპინძლებს, ხოლო "ბრაიტონი" - "მანჩესტერ სიტის".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული