კლოპი: ჩემი გეგმა ასეთია - 4 წელი "ლივერპულში" და მერე...

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.

"კარიერის ბოლოს აუცილებლად დავბრუნდები გერმანიაში. დიდი ალბათობით, ეს კლუბი "მაინცი" იქნება. უახლოეს მომავალში რას ვაპირებ? 4 წელი "ლივერპულში" და მერე 1 წელი არაფერს გავაკეთებ.

ამ პერიოდში იმით ვიქნები დაკავებული, რაც მინდა. შეიძლება რომელიღაც გუნდი გავწვრთნა ან ნაკრები; შეიძლება საერთოდ არაფერი გავაკეთო. 5 წლის შემდეგ სამყარო, შესაძლოა, სრულად შეიცვალოს", - განაცხადა გერმანელმა.

მომზადებულია SWR-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ