27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ პოლ სკოულზს ცოლი გაშორდა

AutoSharing Option
ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სკოულზს ოჯახური პრობლემები აქვს და ცოლი, ფაქტობრივად, გაშორდა.

"წითელი ეშმაკების" ექსნახევარმცველის მეუღლე კლერი სახლიდან 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წავიდა. სხვათა შორის, ქალბატონი კლერი იმავე ქუჩაზე ცხოვრობს და მისი სახლი პოლის სამოსახლოდან 20 წუთის სავალზეა.

წყვილი 21 წელია დაქორწინებულია, თუმცა მათი სიყვარული 27 წელს ითვლის. ერთმანეთი 18 წლის ასაკში გაიცნეს და 6 წელში შეუღლდნენ.

პოლ სკოულზი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და კარიერაში მხოლოდ ამ კლუბის მაისურით უთამაშია. "წითლების" რიგებში პოლი 11-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ
მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სხვა მრავალი ტიტული.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ სიყვარული კარგა ხანია დამთავრდა. რაც მერე გაძლეს ერთად, გაძლეს! ახლა კი უკვე აუტანლობაში გადაუვიდათ! სამწუხაროდ თითქმის სულ ასე ხდება, ყველგან!
aburjga
13 ივლისი 2020 13:15
9
შენი საზომით ნუ საზღვრავ ყველას!
რუსოფილო
13 ივლისი 2020 13:57
6
ჰოო, რაა )))))
ვვვ
13 ივლისი 2020 13:46
0

სიახლეები პოპულარული