გვარდიოლამ შესაძენი ვარსკვლავების სია ჩამოწერა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტიმ" უეფას სასამართლოში მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მოეხსნა, გუნდის საგრძნობლად გაძლიერება გადაწყვიტა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სასურველი ფეხბურთელების სია ჩამოწერა, რომელთა ყიდვაც ესპანელ მწვრთნელს ძალიან სურს.

პეპის სიაში კი შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: დავიდ ალაბა, რომელთან ერთადაც გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა; "ნაპოლის" მცველი კალიდუ კულიბალი, "ვალენსიას" გარემარბი ფერან ტორესი და "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქალაქელები" გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. კლუბში მეტი ხნით დარჩებიან კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი და
გაბრიელ ჟეზუში.

მთავარი ის გახლავთ, რომ "სიტის" ხოსეპ გვარდიოლასთან უნდა კონტრაქტის გაგრძელება. ესპანელს ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ