მოულოდნელი ამბავი - სანჩესი ინგლისურ გრანდს სურს

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მილანის "ინტერში" განათხოვრებული ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესის საკუთარ რიგებში ხილვა "მანჩესტერ სიტის" სურს.

"ქალაქელებს" სანჩესის ყიდვა ამ ზაფხულშივე უნდათ, თუმცა კონკურენტების გარეშე არ არიან - "ნერაძური" ჩილელის "იუნაიტედიდან" გამოსყიდვას გეგმავს.

წყაროს ცნობით, "სიტის" წარმომადგენლები ალექსისის გარემოცვას შეხვდნენ და ფეხბურთელის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტის" ჩილელის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა სანჩესი "არსენალში" თამაშობდა. თუმცა, მაშინ თანაქალაქელმა "იუნაიტედმა" ალექსისს უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზა და "სიტის" აჯობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული