"არსენალის" ტრაგედია - წააგო და 25 წლის შემდეგ პირველად შვიდეულს მიღმა დარჩება

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში "არსენალი" ბირმინგემში "ასტონ ვილასთან" 0:1 დამარცხდა.

"არსენალი" მე-10 ადგილზეა და პირველად 1995 წლის შემდეგ ტოპ 7-ეულში ვერ მოხვდება.

"ტოტენჰემი" ზედიზედ მეოთხედ დაიკავებს სატურნირო ცხრილში "არსენალზე" მაღალ ადგილს, რაც უკანასკნელად 52 წლის წინ მოხდა.

ნამატჩევს "მეთოფეთა" მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მეტოქე ბოლომდე დაიხარჯა, მის გუნდს საბრძოლველად შესაძლოა, ძალა არ ეყო, იცის რა აქვს გამოსასწორებელი და ამას უთუოდ გააკეთებს.
ასევე დაგაინტერესებთ