სტერლინგმა adidas-თან რეკორდული გარიგება შეათანხმა და მადრიდის "რეალს"...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა 25 წლის რაჰიმ სტერლინგმა adidas-თან რეკორდული კონტრაქტი შეათანხმა.

ფეხბურთელი adidas-ისგან ყოველ წლიურად 11 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ბრიტანულ ფეხბურთში რეკორდია. ხელშეკრულება ძალაში 31 ივლისს შევა, როცა სტერლინგის ყოფილი კონტრაქტი nike-თან ამოიწურება.

ამ გარიგებას, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ჰქონდეს რაჰიმის მადრიდის "რეალში" გადასვლასთან. "თეთრების" ტექნიკური სპონსორიც adidas-ია. The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელმა კარგად იცის, რა როლი ითამაშა თავის დროზე "ადიდასმა" დევიდ ბექემის "რეალში" გადასვლაზე. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რაჰიმის სატრანსფერო ღირებულება გარიგების მთავარი სირთულე იქნება. Transfermarkt-ის მონაცემებით, ინგლისელი 130 მილიონ ევროდ
ფასდება, მადრიდელები კი ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობაში ცდილობენ მაქსიმალურად დაზოგონ სატრანსფერო ბიუჯეტი.

მიმდინარე სეზონში სტერლინგმა 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 29 გოლი და 9 საგოლე გადაცემა განახორციელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული