გვარდიოლამ "ლივერპულს" წაკბინა: ყოვეთვის ასე ხდება...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებლად "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ კევინ დე ბრუინს საოცარი სეზონი ჰქონდა.

"დე ბრუინი? არა, არა, პრიზს "ლივერპულის" ფეხბურთელს გადასცემენ. როცა ჩემპიონები გავხდით, მაშინ "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს.

ახლა კი ტიტული მათ მოიგეს და სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მერსისადელების ფეხბურთელს მისცემენ ჯილდოს. ამ პრიზს სულ "ლივერპულს" გასცემენ,"- გაანაცხადა პეპმა.

ბოლო 2 სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი "ლივერპულის" მოთაამშე ხდებოდა. 2018 წელს ეს ჯილდო მოჰამედ სალაჰმა დაისაკუთრა, როცა
გატანილი გოლების ოდენობით ლიგის რეკორდი დაამყარა. შარშან კი საუკეთესო ვირჯილ ვაინ დაიკი გახდა, რომელმაც "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლოს მოეშვა ლივერპული თორემ,ნახევარ სეზონში მოიგო პრემიერლიგა და 31 ტურში გაოფიციალურა, ასეთ შემთხვევაში სიტის ფეხბურთელს რო ეღიარებინათ საუკეთესოდ, უხერხული იქნებოდა მართლა.
გოგა
25 ივლისი 2020 10:50
1
წელს მართალა უსამართლობა მოხდა ჰენდერსონს რომ მისცეს პრიზი. დე ბრუინეს ეკუთვნოდა. ლივერპული ერთიანი მექანიზმია რომლის მთავარი მამოძრავებელი კლოპია. არ მესმის რატომ დაიმსახურა ჰენდერსონმა თუნდაც მანეზე, სალაჰზე ან ვან დეიკზე მეტად წელს პრიზი.
ლივერპულის გულშემატკივარი
24 ივლისი 2020 16:57
11
ცოტა მეტის დანხვაა საჭირო ფეხბურთში ვიდრე ვარსკვლავების სახელების მაისურებზე. დებრუინის რაოდენობის გოლები და ასისტები რომ არ აქვს არ ნიშნავს რომ ნაკლები იმუშავა, თუ მეტი არა. თუ ლივერპულის გულშემატკივარი ხარ და თამაშებს უყურებდი შეამჩნევდი რამხელა სამუშაოს და როგორ ასრულებდა ჰენდერსონი ამ სეზონში 3 კაციან ნახევარდაცვაში, 90 წუთი გიჟივით დარბოდა ყველაფერზე ბოლომდე მიდიოდა და გამოსდიოდა. მე საერთოდ არ ვარ ჰენდერსონის ფანი და სულ არ მეხატება გულზე, თუმცა შეიძლება არ მოგვწონდეს მაგრამ კარგი იყოს, თუნდაც ამ ერთ სეზონში.
რავი აბა
24 ივლისი 2020 18:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული