Sport.es-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის სერიოზული გაძლიერებისთვის ემზადება.
წყაროს ცნობით, კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელობა მზადაა მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას 330 მილიონი ევრო გამოუყოს.
"სიტის" ყველაზე მეტად ესაჭიროება ცენტრალური მცველი, ვინგერი და შემტევი ნახევარმცველი. აღსანიშნავია, რომ "ქალაქელებს" ცენტრალურ დაცვაში ორი ფეხბურთელის დამატება სურთ - მარჯვენა ფეხით დამრტყმელი და ცაცია.