სამართლიანობის ზეიმი - "არსენალი" 55 ადამიანს ათავისუფლებს, იოზილი კი ლიგაში ხელფასით მეორეა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" კლუბის სისტემიდან 55 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს და ამის ფონზე, მესუთ იოზილი პრემიერლიგის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია (დე ხეას შემდეგ), რომელმაც ხელფასის (350 000 ფუნტი კვირაში) შემცირებაზე პანდემიით გამოწვეული პაუზის დროსაც კი უარი განაცხადა.

კლუბის მფლობელი მილიარდერია, რომელსაც შემოსავალი არ შემცირებია. "არსენალიც" მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს არც ათავისუფლებს, არც ხელფასებს უმცირებს, სამაგიეროდ, ქვედა რგოლებიდან 55 თანამშრომელს ათავისუფლებს.

"მეთოფეთა" სპორტულმა დირექტორმა რაულ სანლეჰიმ და მმართველმა დირექტორმა ვინაი ვენკატეშამმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათთვის რთული იყო თავდადებული პერსონალის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იძულებულნი გახდნენ, გადაედგათ ეს ნაბიჯი.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ფანები ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენით უკმაყოფილონი არიან და "არსენალის" ხელმძღვანელობიდან ალტერნატიული გზების მოძიებას ითხოვენ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ზედაპირული სტატიაა. პრობლემა იმაშია რომ იოზილს არც ხელფასის დაკლება უნდა და არც სხვა გუნდში გადასვლა (ბეილის "ძმაკაცია"), გუნდი ძალით ხომ ვერ გაყიდის. თურქული კლუბები იხვეწებიან იოზილის წაყვანაზე მაგრამ თვითონ მესუტი არ მიდის სანამ კონტრაქტს ბოლომდე არ ამოვწურავო. არადა ტიპს თამაშის მოტივაცია აღარ აქვს და იმის გამო რომ თავის დროზე უაზროდ დიდ ხელფასიანი კონტრაქტი გაუფორმეს ახლა არც ახალი ფეხბურთელების მოყვანისთვის აქვთ საკმარისი ფული და აგერ სტაფის შემცირება დაიწყეს რომ არ გაკოტრდნენ. ტიპი კიდევ ერთი წელი აიღებს სუპერხელფასს არაფრისთვის და მერე თავისუფალ აგენტად წავა თურქეთში მუქთად. აი რატომ უნდა დაფიქრდე კარგად კონტრაქტის პირობების შედგენისას.
Gunner
06 აგვისტო 2020 15:39
0
ჰოდა კორონაპანდემია კიდევ რომ გაძლიერდება დიდ ბრიტანეტში, ეპიდემიოლოგების ნაცვლად იოზილს მიმართონ ვაქცინის და სამკურნალო მედიკამენტის შემუშავებისათვის :)
ქომაგი
06 აგვისტო 2020 11:56
3
ზოგადად მსოფლიო ფინანსური სისტემა დამყაყებულია, რატომ უნდა იღებდეს ფეხბურთელი, თუნდაც საოცრებებს ჩადიოდეს, რამდენიმე მილიონს, ან ვიღაც უაზრო მომღერალი თუ მსახიობი და ამ დროს მშრომელი ადამიანები, ვის ზურგზეც დგას კაცობრიობა, პურის ფულს ძლივს შოულობდნენ
kaxa
06 აგვისტო 2020 11:22
3
იმიტომ რომ რამდენ მილიონსაც იღებს, იმაზე დაახლოებით 7-8 ჯერ მეტი მოაქვს კლუბისტვის (ფეხბურთელს) და ორგანიზატორისთვის მომღერალს.ხოლო პურის ფულს ვინც ძლივს შოულობს მაგის აქ გაჩევას აზრი არ აქვს
lex
06 აგვისტო 2020 11:44
3
არ უყურო ფეხბურთს, არც იმ მომღერალს მოუსმინო და არ ექნებათ მაგხელა შემოსავალი :D
შენ და ჩემ გამო აქვთ ზუსტად მილიონები მომღერლებსაც, მსახიობებსაც და სპორტსმენებსაც
gatuzo
06 აგვისტო 2020 11:29
1
გასაგებია, რომ იოზილი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ისიც გასაგებია, რომ ვეღარ თამაშობს ისე როგორც ადრე.. მაგრამ ხელპასის არ დაკლებაზე მე თქვენს ადგილზე აქცენტს არ გავაკეთებდი. ძალიან მარტივია მოიძიოთ ინტერნეტში ან ინსტაგრამზე თუ რამხელა ქველმოქმედებას ეწევა და რამდენ გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება.. ასე, რომ აცენტი მის ქველმოქმედებაზე გააკეთოთ ჯობია ვიდრე უსაფუძვლო კრიტიკაზე.. ბევრი რამ გვაქვს ქართველებს სასწავლი.. წარმატებები..
ako
06 აგვისტო 2020 10:50
6

სიახლეები პოპულარული