"მანჩესტერ სიტი" მზადაა კულიბალი 55 მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, - იტყობინება Il Matino.

გამოცემის მტკიცებით, კულიბალის სამსახურით "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა და მზადაა "ნაპოლის" ტრანსფერში 55 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კულიბალის ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულიბალის გადაბირებას "მანჩესტერი", "ლივერპული", პსჟ და სხვა კლუბები ცდილობდნენ.

ის "ნაპოლის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი სერია A-ს 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ