"ჩელსი" სუპერკლუბად გადაქცევას ლამობს და ინგლისელ მცველში დიდ თანხას იხდის

AutoSharing Option
Metro-ს ინფორმაციით, "ლესტერისა" და ინგლისის ნაკრების მცველი ბეჯამინ ჩილუელი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება და მხარეები უკვე შეთანხმებული არიან.

წყაროს ცნობით, 23 წლის მცველის საანცვლოდ "არსტოკრატები" 72 მილიონ ევროს გადაიხდიან. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეს შთამბეჭდავი თანხაა. ფეხბურთელი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ, 17 აგვისტოს გაივლის.

ჩილუელი "ლესტერის" აღზრდილია და თუ "ჰადერსფილდში" მცირეხნიან იჯარით გაშვებას არ ჩავთვლით, სულ მშობლიურ კლუბში თამაშობდა. 2019/20 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წელს კი ინგლისის
ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა.

alt"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს

altლამპარდის კვალდაკვალ: ჯონ ტერი მთავარი მწვრთნელი ხდება


ასევე დაგაინტერესებთ