"მანჩესტერ სიტი" მზადაა ლაუტაროში 81 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ვეტერანი სერხიო აგუეროს ხანგრძლივვადიან შემცვლელად თავდამსხმელის დამატება უნდა.

"სიტიმ" "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინის შეძენა ვერ შეძლო და ახლა ლაუტარო მარტინესის (ინტერი) ტრანსფერზე გადაერთო, - იტყობინება "სანი".

გამოცემის მტკიცებით, "ქალაქელები" მზადაა "ნერიაძურის" ლაუტაროში 81 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

"ინტერში" 2 სეზონში მან 84 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ