"ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი როდრიგო მორენო "ლიდსში" გააგრძელებს კარიერას, - იტყობინება ინგლისური კლუბის საიტი.
"ლიდსმა" როდრიგო კლუბისათვის სარეკორდო თანხად, 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
როდრიგო "ვალენსიაში" "ბენფიკადან" 2014 წელს გადავიდა და მის რიგებში 220 მატჩში 59 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მას ესპანეთის ნაკრებში 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
მას ესპანეთის ნაკრებში 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
ადრე "ლიდსმა" "არსენალის" ფორვარდი სემ გრინვუდი დაიმატა.