"რეალმა" სებალოსი კიდევ ერთი წლით "არსენალში" დატოვა

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი დანი სებალოსი მომავალ სეზონშიც "არსენალში" ითამაშებს.

სებალოსს ნავსაყუდელის გამოცვლა სურდა, მაგრამ "მეთოფეების" მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გუნდში დარჩენაზე დაიყოლია.

დანისთვის იჯარის გაგრძელებაზე "რეალმაც" თანხმობა განაცხადა, თუმცა თავიდან მისი უკან დაბრუნება უნდოდა.

გასულ სეზონში 23 წლის სებალოსმა 34 მატჩში 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული