ვეინალდუმმა "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა მწვრთნელ იურგენ კლოპთან საუბრის შემდეგ "ლივერპულში" დარჩენა გადაწყვიტა.

ვეინალდუმს "წითლებთან" 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება სურს.

ვეინალდუმის თავისთან გადაყვანა "ბარსელონას" თავკაც რონალდ კუმანს სურდა, რომლის ხელმძღვანელობით ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრებში თამაშობდა.

ის "ლივერპულში" 2016 წელს "ნიუკასლიდან" გადავიდა და 187 მატჩში 17 გოლი გაიტანა.