ბიელსა: ეს ნამდვილი "ენფილდი" არაა...

AutoSharing Option
"ლიდს იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ "ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართი 2020/21 წლების სეზონის ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო მატჩის შესახებ საკუთარი მოლოდინები გამოთქვა. 

"ჩვენ "ენფილდზე" ჩასატარებელი შეხვედრა გველოდება. თუმცა "ენფილდი" მაშინ არის ნამდვილი "ენფილდი", როცა ის გულშემატკივრებით ივსება. 

"ლივერპული" - უნიკალური სტილის მქონე ჩემპიონია. ეჭვგარეშეა, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ იდეალური სისტემა აქვთ და ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ. 

იმ სამუშაოს დამსახურებით, რაც იურგენ კლოპმა ყველა იმ გუნდში გასწია, სადაც იყო, მან კარიერის ნებისმიერ ჩემპიონატში გაგრძელების შესაძლებლობა მიიღო.

რაც უნდა ვთქვა მის შესახებ, ყველა
სიტყვა იმის გამეორება იქნება, რაც აქამდე არაერთხელ მოუსმენია", - აღნიშნა ბიელსამ. 

შეხვედრა ხვალ, 12 სექტემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

მომზადებულია Leedslive-ის მიხედვით

altგანსაკუთრებული შემთხვევა ჩემპიონშიფში - ბიელსასა და "ლიდსის" ღირსეული საქციელი [VIDEO]



ასევე დაგაინტერესებთ