საოცარი მატჩი "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ლიდსს" 4:3 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში ჩემპიონმა "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 4:3 ძლივს სძლია პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ლიდსს".

მასპინძლები სამჯერ დაწინაურდნენ და მარსელო ბიელსას გუნდმა სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.

ჰეთ-თრიკის ავტორმა სალაჰმა 2 გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა. მან გოლი სასტარტო ტურში ზედიზედ მეოთხე სეზონში გაიტანა და ტედი შერინგემის რეკორდი გაიმეორა.

"ლივერპული" სახლში პრემიერლიგაზე ბოლოს 2017 წლის აპრილში დამარცხდა - სერიამ 60 მატჩი შეადგინა.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ლიდსი 4:3
გოლები: 1:0 სალაჰი (4, პენ), 1:1 ჰარისონი (12), 2:1 ვან
დეიკი (20), 2:2 ბემფორდი (30), 3:2 სალაჰი (33), 3:3 კლიხი (66), 4:3 სალაჰი (88, პენ)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ლიდსს! ნეტავ მოეგოთ.
მამუკა
13:45 13-09-2020
3
მეგონა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, საოცარი ფეხბურთი იყო..
ბრავო ბიელსა.. ბრავო ლიდს!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული