პრემიერლიგის ფეხბურთელმა ნათურის გამოსაცვლელად ელექტრიკოსი გამოიძახა

AutoSharing Option
"ფულჰემისა" და "კრისტალ პალასის" ყოფილმა მცველმა ბრედე ჰანგელანდმა განმარტა, თუ რატომ არ არის საზოგადოება ფეხბურთელებზე მაღალი აზრის:

"ჩემს თანაგუნდელს სამზარეულოში ნათურა გადაეწვა. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ნათურას თავად გამოცვლიდა, მან კი სახლში ელექტრიკოსი გამოიძახა, რომელიც მასთან ქალაქის მეორე ბოლოდან მივიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა.

ფეხბურთელებზე საზოგადოება მაღალი აზრის იმის გამო არ არის, რომ უყვართ ვიდეოთამაშები, გოლფი, ავტომობილებით რბოლები და ა.შ. არავინ დაინტერესდება იმით, თუ მაგალითად, დოსტოევსკის წაიკითხავ", - ციტირებს ჰანგელანდს NRK.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ მაღალჭერიან სახლში ცხოვრობს და კაცი ვერ მიწვდა ელემენტარულად...
papa
08:31 16-09-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული